2013 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე საშა ლუსი 58 ჩვენებაზე გამოვიდა, მათ შორის იყო თითქმის ყველა პრესტიჟული ბრენდი. მომავალ სეზონზე საშამ კვლავ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და პოდიუმს მნიშვნელოვანი სარეკლამო კამპანიებიც შემატა. რუსი ტოპ მოდელი შანელის, დიორის, ლანვინის, ვერსაჩეს და სხვა ცნობილი ბრენდების სახე გახდა.

საშა ლუსი დოლჩე&გაბანას ჩვენებაზე

საშას ყველა მოდელისთვის საოცნებო კარიერა ჰქონდა, როცა მოულოდნელად მაღალი მოდის პოდიუმიდან გაქრა.მალევე გაირკვა,რომ რუსმა მოდელმა საინტერესო შემოთავაზებები მიიღო კინო ინდუსტრიიდან, ამიტომ დროებით აქტიურ მოდელობას თავი დაანება. 2 კვირის წინ Luc Besson – ის ახალი ფილმის თრეილერი გავრცელდა, რომელშიც მთავარ როლს საშა ასრულებს. ფილმში საშასთან ერთად თამაშობენ Cillian Murphy და Luke Evans. როგორც თრეილერიდან ჩანს მოდელი რუსი მკვლელი გოგონას როლს ასრულებს, რომელსაც ანა ჰქვია.
საშა არ არის პირველი მოდელი, რომელმაც თავი მსახიობის ამპლუაში გამოსცადა. წარმატებული ქალი მსახიობების ნაწილი კარიერის დასაწყისში მოდელობით იყო დაკავებული, მაგალითად: უმა თურმანი, მილა იოვოვიჩი და მონიკა ბელუჩი.