2016 წლის სექტემბერში მსოფლიო პრესა მოიცვა სიახლემ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის დაშორების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილის მიმართ გავლენიან გამოცემებს ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ, 2016 წლის სექტემბრიდან ბრედი და ანჯელინა ყდებისთვის ყველაზე სასურველი ვარსკვლავები გახდნენ. მთელი მსოფლიო იყო დაინტერესებული მათი განქორწინების თემით და ყველა გამოცემას სურდა ყოფილიყო პირველი, ვინც პიტს და ჯოლის ექსკლუზიურად გადაიღებდა. ტრადიციულად, მოდის კალენდარში ასეთი დიდი ექსკლუზივები სექტემბრისთვის ინახება. 2017 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ექსკლუზივი Vanity Fair – ს ხვდა წილად. ანჯელინა ყდაზე მერთის და მარკუსის ობიექტივში პოზირებს.

გადაღება რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა. სამოსის შერჩევაც თვეებით ადრე მიმდინარეობდა. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის შემდეგ, ჯაბას სტილისტები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ Vanity Fair – ის გადაღებისთვის სჭირდებოდათ ქუდი. მაშინ დიასამიძემ არც იცოდა, რომ გადაღების მთავარი ფიგურა ანჯელინა ჯოლი იყო, თუმცა გაუხარდა, ვინაიდან მერთის და მარკუსის სახელის ხსენებამ ნათელი გახადა, თუ როგორი დონის გადაღება უნდა ყოფილიყო.

„გავიდა ზაფხული და ერთ მშვენიერ დილას გამეღვიძა და ამ სტილისტის მეილი დამხვდა, მწერს: ‘იცი ვის ახურავს შენი ქუდი?საერთოდ ნახე ფოტო?’ მერე ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო ფოტო და ვნახე. ძალიან გამიხარდა, მართლა ძალიან გამიხარდა.“ – ჯაბა დიასამიძე.

ანჯელინა ჯოლი ჯაბა დიასამიძის ქუდით

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული
ჯაბა დიასამიძე შემოდგომა/ზამთარი 2017/18