დიზაინერი,რომელიც გვარად არის ქუინი და მიღებული აქვს დედოფალ ელიზაბეტ მეორის ჯილდო, ახალ კოლექციაში შთაგონებულია დედოფლით. (Me in Miranda Priestly’s voice: Groundbreaking!) ნამდვილად არ ჟღერს გასაოცრად, თუმცა რიჩარდ ქუინი მათ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა კოლექციაშიც თემას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, წინ ყოველთვის ბრენდის იდენტობაა. ჯერ მხოლოდ 4 სეზონი გავიდა, რაც რიჩარდი მოდის კვირეულზე ვიხილეთ, თუმცა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან თავისი ხელწერა დაგვამახსოვრებინა, რაც არ არის ადვილი, განსაკუთრებით ქალაქში, რომელიც მოდის 4 მთავარი დედაქალაქიდან ყველაზე მეტად ორიენტირდებდა დამწყებ დიზაინერებზე.

Richard Quinn – 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue

ქუინს თავისი თაობის დიზაინერებისგან თეატრალურობა და საოცნებო შოუს ელემენტები გამოარჩევს. მას უფრო მეტი სურს, ვიდრე ყოველდღიური, ან საღამოს კაბები. რიჩარდი თავისი წარმოდგენით შეეცადა დამსწრე საზოგადოებისთვის განსხვავებული რეალობა შეექმნა, ბრექსითის და ახალი პრემიერ მინისტრის თემით დამძიმებული ბრიტანელები რამდენიმე წუთით მაინც მოეწყვიტა რეალობას, რათა ისინი უფრო სასურველ სამყაროში გადაეყვანა, იქ, სადაც ვარდისფერი პოდიუმია, კაბებს ყვავილების ფორმები აქვთ და ჩვენება ტრადიციული თეთრი ოტ კუტიურ ლუქებით იხურება. ვერ ვიტყვი, რომ მისმა მცდელობამ არ გაამართლა, რადგან შოუს არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა.

Vogue
Vogue

ინგლისელებისთვის ლი ალექსანდრ მაკქუინის მემკვიდრეობა შეუცვლელი და ხელშეუხებელია, ამიტომ შევეჩვიეთ, რომ თითქმის ყველა ამბიციური ინგლისელის კოლექციაში მისი შემოქმედება შეიმჩნევა. რიჩარდის ახალი ლუქების ხილვისას, თავში ლის 2009 წლის კაბები ამომიტივტივდა, თუმცა მაკქუინთან შედარებით, ქუინი უფრო ფემინური, დატვირთული და საზეიმო განწყობის მატარებელია, ნაკლებად პროვოკაცილი, აგრესიული და დამაინტრიგებელი.

Richard Quinn – 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue
Vogue

ვიდეო – Richard Quinn – 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

კოლექცია სრულად – Richard Quinn S/S 2020