როდესაც მოდურ პროდუქტს 1 ჩვენებაში ხედავ, ის დიზაინერის ხედვის ნაწილია. როდესაც – 2 ჩვენებაში ხედავ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დამთხვევაა, მაგრამ როდესაც 3 შოუში მეორდება, საქმე ტრენდთან გვაქვს. რა არის ტრენდული ქართველი დიზაინერების პოდიუმზე 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში? სადლები, „შლოპანცი,“ „ჩუსტი,“ რაც გინდათ უწოდეთ. მთავარი ისაა, რომ დღეს თბილისში მოდის კვირეული სრულდება და ვერ ვიხსენებ 1 დღეს, როდესაც პოდიუმზე მოდის უახლესი აკვიატება, სანდლები არ ვიხილეთ.

თუ მოდის „გაშფლოპანცება“ თქვენთვის ნაკლებად საინტერესო სიახლეა, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში, სანდლების ტრენდზეც პასუხისმგებლები არა ანუკი, ან ავთანდილი, არამედ კარდაშიან-ჯენერები და გვასალიები არიან.

სანდლები მოდის ლექსიკონში წლებია არსებობს, თუმცა უახლესი ტრენდის სახით 2019 წლის დასაწყისიდან მოგვევლინა, როდესაც დემნა გვასალიამ და კანიე უესტმა გადაწყვიტეს, რომ ასე იყო საჭირო.

ბალენსიაგას 2019 წლის პრე-შემოდგომა კატალოგი

Vogue
Vogue

კიმ კარდაშიანის და კენდალ ჯენერის ფოტოები 2019 წლის გაზაფხულზე

Credit: Popsugar

ვეტმანი 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული

ტრენდი ინსტაგრამზე გავრცელდა და მოდის ინფლუენსერების გარდერობის ნაწილი გახდა.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული : 31 ოქტომბერი – 4 ნოემბერი

ANOUKI გაზაფხული/ზაფხული 2020

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com

Avtandil გაზაფხული/ზაფხული 2020

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com

Materiel გაზაფხული/ზაფხული 2020

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com