ცნობილი გახდა, რომ შარშან ბიონსეს თანამშრომლობაზე მოლაპარაკება ჰქონდა რებოკთან, თუმცა უარი რებოკის გუნდში რასობრივი მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო თქვა.
ESPN – ის ჟურნალისტმა, ნიკ დეპაულამ ახალ ინტერვიუში თქვა, რომ 2018 წელს ბიონსეს და რებოკს შორის თანამშრომლობა იგეგმებოდა. შეხვედრაზე მისულ ბიონსეს რებოკმა სრულად თეთრკანიანი გუნდი დაახვედრა.

„ბიონსემ იკითხა: „ეს არის გუნდი, რომელიც ჩემს პროდუქტზე იმუშავებს?“ და ვიღაცამ თქვა კი. მან თქვა: „ამ ოთახში არავინ ასახავს ჩემს წარმომავლობას, ჩემს კანის ფერს, საიდან ვარ და რა მინდა,“ უკან დაიხია და შეხვედრა დატოვა.“

ბიონსე: ეს არის გუნდი,რომელიც ჩემს პროდუქტზე იმუშავებს?
რებოკის თეთრკანიანი გუნდი: დიახ
ბიონსე:

აღსანიშნავია, რომ რებოკის „მშობელი კომპანია“ ადიდასია, რომელთანაც ბიონსემ 2 დღის წინ თანამშრომლობა დააანონსა.