18 თებერვალს, კიმ კარდაშიანი მუგლერის ვინტაჟური კაბით გამოჩნდა. 24 საათში, კაბის ხელმისაწვდომი (ფასი: 50$) ანალოგი ბიუჯეტური ტანისამოსის ცნობილი კომპანიის, Fashion Nova- ს საიტზე აიტვირთა. 24 საათში, Fashion Nova-ს გუნდმა მოასწრო,როგორც კიმის პაპარაცული ფოტოების ხილვა, აგრეთვე კაბის შეკერვა, წარმოება, სარეკლამო ფოტოების გადაღება და გამოქვეყნებაც.
სწრაფი მოდა მართლაც ძალიან სწრაფია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ პაპარაცული ფოტოების გავრცელებიდან 24 საათში, პროდუქტის ანალოგი გასაყიდად მზად გქონდეს? მოდის ინდუსტრიის ფედერალურ აგენტებად წოდებულმა დუეტმა, Diet-Prada-მ მოიპოვა იმ მოდელის ფოტოსესია, რომელიც კიმის მუგლერის კაბის ანალოგით Fashion Nova-სთვის პოზირებს. როგორც აღმოჩნდა, ფოტოსესია 14 თებერვალს იყო, 4 დღით ადრე, სანამ კიმი კაბით გამოჩნებოდა.
პოპულარულმა პლატფორმამ კარდაშიანი დიზაინერების უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„არ დაიჯეროთ. ამ საიტებთან კავშირი არ მაქვს. მე მათ საქმიანობას მხარს არ ვუჭერ. დიზაინერებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ათწლეულზე მეტი დამჭირდა, რომ მათთან ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა.“- ასე გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი გავრცელებულ ბრალდებებს.