ჟივანშის მამაკაცის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება ფლორენციაში, პიტი უემოს ფარგლებში გაიმართა. რამდენიმე სეზონის წინ, ჟივანშიც შეუერთდა ქალის და მამაკაცის ჩვენებების გაერთიანების ტრენდს, თუმცა გადაწყვეტილება მალე შეცვალეს და ტრადიციულ მიდგომას დაუბრუნდნენ. გუშინ ჟივანშის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, კლერ უაით კელერმა ბრენდში მთლიანად კაცის ლუქებისგან  შემდგარი ჩვენება პირველად მოაწყო.

ჩვენების მდებარეობა გონივრულად იყო შერჩეული. შოუ ფლორენციის სასახლეში გაიმართა. შემთხვევითობა არ არის, რომ მეცხრამეტე საუკუნეში სწორედ ამ სასახლეს სტუმრობდა ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ჟივანში ფრანგული ბრენდია, კელერი ბრიტანელი დიზაინერია, სწორედ კლერის შეკერილი კაბა ეცვა მეგან მარკლს ბრიტანეთის 2018 წლის სამეფო ქორწილში.

ჟივანში მამაკაცის კოლექცია 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ფლორენცია

Vogue.com

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება ტრადიციული, კლასიკური მკერვალობის ნიმუშებით გაიხსნა, შესამჩნევი იყო მომენტის აქტუალური ტენდენცია, სნიკერები ყველგან! კოლექციით დაანონსდა ახალი კოლაბორაცია: Givenchy x Onitsuka Tiger. თანამშრომლობით შექმნილი კედების შეზღუდული რაოდენობა გაყიდვაში დღეს Onitsuka Tiger-ის მაღაზიების გამოჩნდება. ასევე, Givenchy დროებით გასაყიდ სივრცეს მოაწყობს იაპონიაში, სადაც კოლექციიდან ექსკლუზიური ნაწილები გაიყიდება. ეს იქნება ჟივანშის პირველი პოპ-აპი იაპონიაში.

აზიურ ქუჩის სტილის კულტურას კოლექციაში დიდი როლი უჭირავს. დღეს ისე, როგორც არასდროს, მოდაში კორეა ძალიან აქტუალურია. კორეელების ლაგჟერი ბიზნესისადმი ლტოლვა ყველა მიმართულებით ვლინდება, რაც სეულს დიზაინერებისთვის მიმზიდველს ხდის. კლერმა ჩვენების დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ კორეელების დამოკიდებულება შთამაგონებელია და ნოსტალგიურიც არის, რადგან გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებს ახსენებს, როდესაც მოდა ტომური იყო. შეუძლებელია არ დავეთანხმოთ.

კოლექციიდან ყველა ლუქი- ლინკი 
ჩვენების ვიდეო ფლორენციიდან: