ჟან პოლ გოტიე

როგორ უნდა მოიქცე, თუ ბუნებრივი ბეწვის სიყვარულს ვერაფერს უხერხებ, თუმცა არც ცხოველების ხოცვა გსურს? ბეწვისგან შექმნილი, წარსულში გამოყენებული ტანსაცმლის გადამუშავებით ახალი შექმნა. ეს აზრი გააჟღერა ჟან პოლ გოტიემ 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ ჩვენების დასრულების შემდეგ. JPG-ს ახალ კოლექციაში ბუნებრივი ბეწვი გამოყენებული არ არის. დიზაინერმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ კოლექციების შესაქმნელად ბუნებრივ ბეწვს აღარ გამოიყენებს, თუმცა გოტიეს უყვარს ბეწვი და ამის უარყოფას არ აპირებს.

ჟან პოლ გოტიე 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ჟან პოლ გოტიე 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

„მომავალში,თუ ბეწვს გამოვიყენებ, ეს მხოლოდ გადამუშავებული – იქნება.მე მომწონს ბეწვი, ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ვფიქრობ, რადგანაც მსოფლიო სავსეა ტანსაცმლით და ბეწვით, არ არის საჭირო ცხოველების ხოცვა. ძველი ბეწვით შეიძლება ახალი ლუქების შექმნა.“

ჟან პოლ გოტიე 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

ვისურვებდი გოტიე ასეთი მონდომებული იყოს, როცა საქმე თავისი არქივების გადამუშავებას ეხება. ირონიულია, როდესაც სხვა დიზაინერები დაჟინებით იქექებიან გოტიეს არქივებში და 2019 წელს არგებენ, თავად JPG არ ცდილობს შემოგვთავაზოს ის, რაც დღეს იქნება აქტუალური.

ჟან პოლ გოტიე 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

მარჯიელა

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ჯონ გალიანო

გოტიესგან განსხვავებით, ჯონ გალიანოს არქივების გადასახედად მითითება არ სჭირდება. მარჯიელაში თავისი ახალი ჩვენებისთვის გალიანომ დიორში გატარებული ლეგენდარული წლები გაგვახსენა. შეგვიძლია ძალიან ბევრი ვწეროთ, თუ როგორ არ შეესაბამება ეს ყველაფერი მარჯიელას ბრენდს, მაგრამ თუ ჯონი გადაწყვეტს, რომ უნდა დიორის წლები გაიხსენოს, არავის აქვს უფლება საწინააღმდეგო მოსთხოვოს.

დიორი 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური

მარჯიელა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის არტისანალი

მარჯიელა 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არტისანალი

სუპერმოდელი გალიანოს ჩვენებაზე! მიუხედავად იმისა, რომ გალიანო სუპერმოდელებთან წლების განმავლობაში მუშაობდა, მარჯიელაში დანიშვნის შემდეგ, დამოკიდებულება შეცვალა. ცნობილი მოდელები დიორის ერას ჩააბარა, თუმცა მარჯიელას 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის არტისანალ შოუზე ნატაშა პოლი ვიხილეთ. მისმა გამოჩენამ დიორის წლების ნოსტალგიური განწყობა გაამძაფრა.

მარჯიელა 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არტისანალი
მარჯიელა 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არტისანალი
მარჯიელა 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არტისანალი
მარჯიელა 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არტისანალი

ვიქტორ & როლფი

გასული სეზონის გახმაურებული კოლექციის შემდეგ, ვიქტორ & როლფის ჩვენების მიმართ ინტერესი გაორმაგებული იყო. 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულისგან განსხვავებით, ახალ ჩვენებაში გულშემატკივრები მიმების წყაროს ვერ იპოვიან. ამ სეზონზე ჰოლანდიელმა დუეტმა ყურადღება უფრო სიღრმისეულ საკითხებს დაუთმო. შოუს სულიერი გლამური ეწოდა.

ვიქტორ & როლფ 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

გლამური არ ყოფილა ტომ ფორდისნაირი, არც ველით, რომ ვიქტორ & როლფი გლამურს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით გამოიყენებდნენ. ახალი კოლექციით მათ სურთ გლამურულად წარმოაჩინონ ბუნების და სულიერი სიმშვიდის მნიშვნელობის იდეა. პოზიტიური მესიჯი, რაც ბუნების მდგრად განვითარებასაც მოიაზრებს. სწორედ ამით აიხსნება ფაქტი, რომ ჩვენებაში ბრენდის კოლაბორაცია შედგა ხელოვან Claudy Jongstra – სთან. ეს უკანასკნელი ხშირად იყენებს ზემოთხსენებულ თემებს საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ვიქტორ & როლფ 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ვიქტორ & როლფ 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური