მამაკაცის სამოსის მიმდინარე მოდის კვირეულების პარალელურად მეფიქრება, რომ ჩვენ ახლა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონს ვადევნებთ თვალს. მოდაში კიდევ ერთი დეკადი იწურება. როგორი იყო 2010-2020 მაღალი მოდის ინდუსტრიაში? ეს ვრცელი და საინტერესო თემაა, რომელზეც შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, თუმცა მანამდე უნდა გავიხსენოთ დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო, ამაღელვებელი და ცვლილების მომტანი ჩვენებები.

პრადა შემოდგომა/ზამთარი 2012 არის მამაკაცის სამოსის ერთ-ერთი პირველი ჩვენება, რომელიც გონებაში ამომიტივტივდა, როცა კაცის მოდის კვირეულების გასულ 10 წელზე დავფიქრდი.

თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რა თქმა უნდა გაგვახსენდება ჩვენება, რომელზეც მოდელებად გარი ოლდმენი და ედრიენ ბროუდი ვიხილეთ, თუმცა პრადას 2012 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუს მხოლოდ კინო ვარსკვლავების „ქეთვოქი“ არ ხდის განსაკუთრებულს. დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც მოდის ინდუსტრია მთლიანად მილენიალებზე არის მორგებული, პრადას 2012 წლის კოლექციაში ზრდასრული მამაკაცი სახე განსაკუთრებით მიმზიდველია. ეს კოლექცია გვახსენებს როგორია მამაკაცის “Power Dressing” მოდა ქუჩის სტილის, კედების, მილენიალების და ინფლუენსერების რევოლუციამდე.

პრადა შემოდგომა/ზამთარი 2012 – მილანის მოდის კვირეული

Vogue
Vogue

ჩვენება სრულად