როგორ უნდა მოიქცე, თუ ჩინეთში აქციების ფასებზე რეკორდული ვარდნა გაქვს? ჩვენების გასამართად ჩინეთს უნდა ესტუმრო. წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პრადა ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელებას განიცდის. ჩინეთი ფუფუნების საგნების ყველაზე დიდი ბაზარია,ჩინელები შეადგენენ მყიდველების მესამედს. პრადას კი უჭირს კონკურენციის გაწევა ბაზარზე არსებულ ბრენდებთან, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ მიუჩია ახალი კოლექციის ჩვენების ლოკაციად ჩინეთს აირჩევდა. გუშინ შანხაიში პრადას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ძალიან კომერციული, ადვილად ჩაცმადი, სუფთა სილუეტები შორტებით, ცოცხალი ფერებით, ეს ზუსტად ისეთი კოლექცია იყო, როგორსაც ელი ბრენდისგან, რომელსაც გაყიდვების ზრდა სურს.

პრადა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული (მამაკაცის) – შანხაი

Vogue
Vogue
Vogue

ვიდეო