ნიკოლა ჟესქიერი შესაძლოა იყოს გასული 20 წლის ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, რომლის შესახებ ბევრი დაიწერა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი ჯერ კვლავ არსებობს. ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჟურნალ OUT – ის ახალ ნომერს ამშვენებს. 48 წლის ფრანგი Collier Schorr – ის ობიექტივში პოზირებს.

ნიკოლას პირველი გაბრწყინება ბალენსიაგას ბრენდში შედგა. 25 წლის ჟესქიერი ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, მას ეს თანამდებობა 15 წელი ეკავა. 2013 წლიდან ნიკოლამ ლუი ვიტონის ქალის ხაზი ჩაიბარა.

Photographed by  Collier Schorr

უახლოეს წარსულში ნიკოლას გარშემო ხმაური დონალდს ტრამპზე დაწერილმა სტატუსმა გამოიწვია. 1 თვის წინ, ლუი ვიტონმა ამერიკაში ახალი ქარხანა გახსნა, სადაც ბრენდის პოპულარული ჩანთები იქმნება. გახსნას ლუი ვიტონის მფლობელი, ბერნარ არნო ტრამპთან ერთად დაესწრო. ტრამპის ვიტონთან ასოციაციამ ნიკოლას გაბრაზება გამოიწვია. დიზაინერმა პროტესტი ინსტაგრამზე გამოხატა.

ფრანგი დიზაინერია ჟურნალ W – ს ვიდეო სერიების ახალი სტუმარიც. ვიდეოში ნიკოლა ბავშვობაზე, ტანსაცმელზე და პირველ კოცნაზე საუბრობს.

ჟესქიერს მიეძღვნა ფრანგული ელის გასული თვის ერთ-ერთი ნომერი, რომელიც გაყიდვაში 31 ოქტომბერს გამოვიდა. ფოტოსესიაში ნიკოლა თავის გუნდთან, მუზასთან და ძაღლებთან ერთად პოზირებს.

ფოტოგრაფი: Mark Seliger
სტილისტები: Bruno De Margerie & Hortense Manga
ყდაზე: Nicolas Ghesquière

ნიკოლა არის ნიუ-იორკ თაიმს სთაილის 2019 წლის The Greats Issue – ს ერთ-ერთი ვარსკვლავიც. ფოტოები და ქართულად ნათარგმნი ინტერვიუ იხილეთ : Nicolas Ghesquière – The Greats / Fashionholicsonline.com