ვირჯილ აბლომ, Off-white – ს და ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ინსტაგრამზე Off-white – ს წვეულებიდან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მილანში გამართულ წვეულებაზე ბრენდის ასზე მეტი დასაქმებული იმყოფებოდა, მათ შორის არ არის ერთი ფერადკანიან პიროვნებაც კი. სურათებმა კამათი გამოიწვია, რადგან ვირჯილი მოდის ინდუსტრიაში აფრო-ამერიკულ კულტურას და მრავალფეროვნების მხრივ პოზიტიურ ცვლილებებს წარმოადგენს. აბლო LVMH – ის გუნდში პირველი შავკანიანი დიზაინერია. მაღალი მოდის ბრენდების ხელმძღვანელების 90% თეთრკანიანია. ვირჯილი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელმაც შეძლო და მაღალ მოდაში მნიშვნელოვანი სახელი გახდა. აბლოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ფაქტმა, რომ შავკანანია და რეპ-კულტურა, გავლენიანი შავკანიანი არტისტები მხარს უჭერენ. ის შექმნეს მოდის ერთ-ერთ წამყვან სახედ, რადგან თანამედროვე მოდას სჭირდებოდა გავლენიანი შავკანიანი დიზაინერი, ვინც მოდაში მრავალფეროვნების სახე იქნებოდა. ინსტაგრამზე ახლახანს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა საზოგადოების და განსაკუთრებით ფერადკანიაების იმედგაცრუება გამოიწვია.

2 დღიანი კრიტიკის შემდეგ, ვირჯილმა დუმილი დაარღვია. Off-white -ს განცხადებაში წერია, რომ ბრენდი შავკანიანებს ყოველთვის უჭერდა მხარს. მაგალითად შავკანიანი ხელოვანებია მოყვანილი, რომლებსაც Off-white -მა დიდი პლატფორმა მისცა წარმატებისთვის.