დიზაინერებიმსოფლიოსიახლეები

„მიზანი„ქულ“ დისბალანსის მიღწევა იყო“ – მარკ ჯეიკობსმა ახალი ხაზი შექმნა

The Marc Jacobs

4 წელი გავიდა Marc by Marc Jacobs – ის დახურვიდან, მაგრამ მარკ ჯეიკობსი უკვე მზად არის მყიდველს თავისი სახელის და ბრენდის ქვეშ ახალი ხაზი წარუდგინოს. The Marc Jacobs – მარკის ახალ ხაზი, რომლის პირველი კამპანია და პროდუქტები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ხაზით მარკს სურს ხელახლა განსაზღვროს საკუთარი თავი და იყოს პროდუქტზე ორიენტირებული. Marc by Marc Jacobs – ისგან განსხვავებით The Marc Jacobs ჩვენებების სახით არ იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ხალხს 2 განსხვავებული ხედვა შესთავაზა. გვქონდა პოდიუმი, რომელზეც განაცხადს ვთავაზობდით და პოდიუმი, სადაც ფანტაზიას წარმოვადგენდით, ნაჭრების მაღალ ხარისხს და ფუფუნებას.“ – მარკ ჯეიკობსი.

მარკს უყვარს მაღალ მოდასთან დაკავშირებული ყველა დეტალი თეატრალური ხასიათიდან ძვირფას ნაჭრებამდე, თუმცა ის არ არის ედი სლიმანი, ვინც თვლის, რომ მხოლოდ მაღალ მოდას ეკუთვნის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჯეიკობსი არის დიზაინერი, რომელმაც მაღალ მოდაში გრანჟი შეიტანა და სწორედ ამ ნაბიჯის გამო გახდა წარმატებული დიზაინერი.

The Marc Jacobs – ის პირველი კამპანია
ფოტოგრაფი: ჰიუგო სკოტი
სტილისტი: ლოტა ვოლკოვა

„მოდის გარშემო მთელი ჩემი ფილოსოფია ისაა, რომ მიყვარს როგორც მაღალი, ასევე დაბალი, მიყვარს მიქსი ირონიის და ნაკლოვანებების, მიყვარდა ადიდასის სპორტულის ჩაცმა ბეწვის ქურთუკთან, ახლა ბეწვს აღარ ვატარებ. მომწონს რაღაც ძალიან ძვირადღირებულის შეხამება 10 დოლარიან სანდლებთან. ასეთი დაუბალანსებელი რაღაცები თავს უფრო მოდურად მაგრძნობინებს. ამიტომ მიზანი ყოველთვის „ქულ“ დისბალანსის მიღწევა იყო. ვხედავ ახალგაზრდებს, ზრდასრულებს ქუჩებში, ისინი ასე იმოსებიან, პოდიუმის თავიდან ფეხამდე ლუქებს არ იცვამენ, მოდას თავად ქმნიან ისე, როგორც ეს მოსწონთ.“ – მარკ ჯეიკობსი.

მთლიან ლუქებზე ნაკლები ყურადღებით და პროდუქტზე ორიენტირებული სამოსით, მარკ ჯეიკობსს სურს შექმნას ტანსაცმელი, რომლის ფასი არ იქნება ძალიან მაღალი, არამედ უფრო დემოკრატიული, ყველაზე გათვლილი. თუ შედარებით დაბალ ფასებს დავივიწყებთ, მიდგომამ ვეტმანის ადრეული პერიოდი შესაძლოა გაგახსენოთ, როცა ყველაფერი პროდუქტის გარშემო ტრიალებდა. ალბათ ამითაც აიხსნება, რომ მარკის ახალი ხაზის პირველი კამპანიის სტილისტი ლოტა ვოლკოვა გახლავთ.

ხაზის სახელი მარკის პირადი ინსტაგრამიდან გამომდინარეობს – @themarcjacobs

The Marc Jacobs – ის პირველი კამპანია
ფოტოგრაფი: ჰიუგო სკოტი
სტილისტი: ლოტა ვოლკოვა

Tags : top