სინდი კროუფორდი პორტერის ახალი ნომრის ყდაზეა. 53 წლის სუპერმოდელი ზოი გროსმანის ობიექტივში პოზირებს.

Cindy Crawford by Zoey Grossman for Porter Edit New Issue

გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კროუფორდი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის თავისი ქალიშვილის წარმატებულ სამოდელო კარიერას. 2017 წლის სექტემბერში კელვინ კლაინის პოდიუმზე კაია გერბერის დებიუტი შედგა. 2 წელიც არ არის გასული,თუმცა კაიამ უკვე შეძლო ვოგის დამშვენება, შანელის, ფენდის, ვერსაჩეს სარეკლამო კამპანიებში მოხვედრა და 2018 წლის მოდის დაჯილდოებაზე წლის საერთაშორისო ტოპ მოდელის ჯილდოს მოგებაც.

„კაიას ჰქონდა უპირატესობები. ის ჩემი ქალიშვილია და ხალხმა ეს იცის, მაგრამ როცა ამბობენ, რომ მე ვიყიდე ჟურნალის ყდა მისთვის, ვფიქრობ, თუ ვინმესთვის ჟურნალის ყდის ყიდვას დავაპირებდი,ამას ჩემთვის გავაკეთებდი! თუ ვინმეს ჩვენებაში ჩავსვამდი,ეს თავად ვიქნებოდი.“

Kaia Gerber & Cindy Crawford

„ვერ ვიჯერებ როგორი სიძულვილით სავსე შეიძლება ხალხი იყოს. მე არ მაღელვებს, როცა ნაგავს ჩემს ინსტაგრამზე ყრიან,მაგრამ როცა იგივეს ჩემი შვილების პროფილზე აკეთებენ, გრრ.“

სინდის ახალი ფოტოსესია პორტერისთვის

Net-a-Porter.com