2019 წლის გრემის დაჯილდოების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ მუგლერის ვინტაჟური ლუქი საუკეთესო არჩევანი მეტ გალას კემპისთვის იქნებოდა და ქარდიმ უბრალოდ იჩქარა. ახლაც ვფიქრობ, რომ მუგლერი საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, თუმცა გუშინ ქარდიმ იმედი არავის გაუცრუა. რეპერი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო.

გრემის 2019 წლის დაჯილდოების წითელი ხალიჩა

კაბა: მუგლერი

მეტ გალა 2019 წითელი ხალიჩა

კაბა: თომ ბრაუნი

ქარდის გუშინდელი კაბა შესაძლოა იყოს თომ ბრაუნის ბრენდის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი წითელი ხალიჩის ლუქი. რეპერს კოსტუმის წარდგენაში 10 ადამიანი ეხმარებოდა.

ამ კადრმა რიანას საკულტო ლუქი გამახსენა 2015 წლის მეტ გალადან, როცა ბარბადოსელი მომღერალი ჩინელი კუტიურიეს, გუო პეის ყვითელი კაბით გამოჩნდა კიბეებზე.

რიანა 2015 წლის მეტ გალაზე გუო პეის შექმნილ კოსტუმში