დიზაინერებიდიზაინერებიმსოფლიოსიახლეები

ლონდონში დემნა გვასალიას დიზაინით ბალენსიაგას ახალი მაღაზია გაიხსნა

Balenciaga Sloane Street store / Courtesy Photo.

დემნა გვასალიამ საწყობის კონცეფციის მქონე მაღაზია ლონდონშიც გახსნა. შარშან ბალენსიაგა მილანის ყველაზე ცნობილ სავაჭრო ქუჩას, მონტე  ნაპოლეონეს შეუერთდა. წელს პირველი ახალი მაღაზია ლონდონში, სლოანის ქუჩაზე გაიხსნა. ბალენსიაგა ერმენეჯილდო ზენიას სივრცეს დაიკავებს. ვიტრინა კვლავ ჰიპერ-რეალური მანეკენებით იქნება გაფორმებული, თუმცა ამჯერად განსხვავება იმაშია, რომ მანეკენები ბრენდის ექსკლუზიური მოდელების გარეგნობით შექმნეს. ელიზა დუგლასი და ტაკატო ჰარაშიმა ბალენსიაგას წამყვანი სახეები არიან. სწორედ მათ მანეკენებს იხილავენ ლონდონში მისული მყიდველები.

Eliza & Takato for Balenciaga S/S 2019 (Vogue Runway)

სლოანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ექსკლუზიურად გაიყიდება ტყავის ჩანთა, რომელსაც სიმბოლურად “London” ეწერება. ჯამში ბალენსიაგას მსოფლიოში უკვე 151 მაღაზია აქვს.
სლოანის ქუჩაზე სივრცის გადაკეთების პროცესში არიან შანელის და ლუი ვიტონის მოდის სახლებიც. 2020 წელს ქუჩას ბარბერის მაღაზიაც დაამშვენებს.