Fashionholics Online

ლედი გაგას და ბრედლი კუპერის სიმღერა Shallow ამერიკული ბილბორდის ასეულში #1 ადგილზეა. გასულ 8 წელში პირველად,ლედი გაგას კვლავ აქვს #1 ჰიტი. მუსიკოსი და მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისეთი გრძნობა აქვს, როგორც მაშინ, როცა Just Dance აღმოჩნდა ცხელი ასეულის სათავეში. ოსკარის მიღების შემდეგ, Shallow ყველაზე ბევრი ჯილდოს მფლობელი სიმღერაც გახდა. აქამდე ეს სტატუსი ბიონსეს Formation-ს ჰქონდა. ლედი გაგამ სიახლე ინსტაგრამზე გაავრცელა და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კაბა აცვია. ფოტოები გადაღებულია ლოს-ანჯელესში.

კაბა თამუნა ინგოროყვას 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის, რომელიც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე ნოემბერში იქნა წარმოდგენილი. პოდიუმზე კაბა მარიშა ურუშაძეს ეცვა.
ინგოროყვასთან ლედი გაგას სელინის ცნობილი ჩანთა უჭირავს. ლედი გაგა გახლავთ მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც ედის სელინის პროდუქტი მიიღო. გაგა ჩანთით პირველად 2018 წლის სექტემბერში გამოჩნდა, სლიმანის დებიუტამდე რამდენიმე კვირით ადრე. ფეხსაცმელი არის სან ლორანი, ხოლო მოსაცმელი – Khyeli გაზაფხული/ზაფხული 2018.