ჟივანშის მოდის სახლში თითქმის 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, ბრიტანელი დიზაინერის კლერ უაით კელერის კოლექციას თავდაჯერებულობა შეეტყო. მრავალფეროვანი ფორმები და დრამატული, არაორდინალური ვარცხნილობა ჟივანშის ახალ ოტ კუტიურ ჩვენებაში ნათლად გვაჩვენებს, რომ კლერის ამბიციები და სურვილები იზრდება. თავდაჯერებულობაში და ამბიციურ განაცხადში ცუდი არაფერია, თუმცა არა მაშინ, როდესაც დიზაინერის ხედვას ვერ ვხედავ. ჟივანშის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ძალიან ბევრ ბრენდს და ხედვას აერთიანებს. მოდა რეფერენსების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ Givenchy HC 2019 F/W ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ბევრი ბრენდისგან მიღებულმა შთაგონებამ დიზაინერის იდენტობა დაჩრდილოს.

ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

კუტიური არ არის მხოლოდ ლამაზი, შთამბეჭდავი, დიდი ფორმები ბუმბულებით, ძვირფასი თვლებით და ნაჭრებით, ის პირველ რიგში ემოციას უნდა ქმნიდეს. თანამედროვე მოდაში ოტ კუტიურის კარგი მაგალითი ვალენტინოს პიერპაოლო პიჩოლის კოლექციებია, რომლის გავლენაც კლერის ახალ კოლექციაში შეიმჩნევა.

ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

სელენა ფორესტის შავი ლუქი კი გალიანოს დიორის ერას და შემდეგ რიკარდო ტიშის ჟივანშის განახლებულ ვერსიას მაგონებს.

გალიანოს დიორი / რიკარდო ტიშის ჟივანში/კლერ უაით კელერის ჟივანში

ჩვენებაში წარმოდგენილი იყო მამაკაცის ლუქებიც.

ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

ვიდეო