გეი წყვილების მიერ ბავშვის აყვანაზე:

„ჩემთვის რთული წარმოსადგენია, ერთი მამა სამსახურშია, როცა მეორე სახლშია და ბავშვს უვლის? როგორი იქნება ეს ბავშვისთვის? არ ვიცი. ლესბოსელების ოჯახში უფრო ვხედავ ბავშვს, ვიდრე გეების. მე დედის და შვილის ურთიერთობის უფრო მჯერა. დედა ძალიან განსაკუთრებულია. ერთადერთი სიყვარული, რომელსაც ვენდობი – დედის სიყვარულია შვილის მიმართ.“

გამხდარი მოდელების კრიტიკაზე:

„მსუქანი დედიკოები, ტელევიზორების წინ, ჩიპსებით სავსე ჩანთებით სხედან და ამბობენ, რომ გამხდარი მოდელები არიან შეუხედავები.“

სექსუალურ შევიწროებაზე:

„ამ თემაზე ამდენი საუბარი ძალიან ზედმეტია, მოდელს არ უნდა შეეხო სამუშაოს დროს. თუ არ გინდა ვინმე შეგეხოს, შეეშვი ამ პროფესიას და მონასტერში წადი, იქ ადგილი ყოველთვის აქვთ.“

ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე:

„ქეით მიდლტონს მშვენიერი აღნაგობა აქვს და სწორი არჩევანია იმ ბიჭისთვის (პრინცი უილიამი) მაგრამ მისი და პრობლემაა. არ მომწონს ქეითის დის სახე, მხოლოდ ზურგით უნდა გამოჩნდეს.“

გერმანიაში მუსლიმანი ემიგრანტების მიღებაზე:

„ვიცი გერმანელი,რომელმაც სირიელი აიყვანა აღსაზრდელად, ოთხ დღეში თქვა: ჰოლოკოსტი იყო ყველაზე დიდებული რამ, რაც გერმანიამ გამოიგონა.“