„ალდა იყო, პირველად მან დამირეკა. დებში ყველაზე ახალგაზრდა და განსხვავებული.“ 54 წლის წინ ალდა ფენდის მეგობარმა ახალგაზრდა გერმანელი დიზაინერი ურჩია. 1965 წელს ლაგერფელდი იტალიაში ფენდის ოჯახთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩაფრინდა. ეს თითქმის 10 წლით ადრე იყო, სანამ იაპონელები პარიზში გამოჩნდებოდნენ, 16 წლით ადრე, სანამ ანტვერპენის ექვსეული გაერთიანდებოდა, 25 წლით ადრე, სანამ ვერსაჩე სუპერმოდელების ფენომენს საფუძველს ჩაუყრიდა, 30 წლით ადრე, სანამ ტომ ფორდი გუჩის ხელახლა შექმნიდა, 35 წლით ადრე, სანამ ბალენსიაგა მოდის საერთაშორისო რუკას დაუბრუნდებოდა, 40 წლით ადრე, სანამ რიკარდო ტიში ჟივანშის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნებოდა. 1965 წელს იტალიაში მიმავალი ლაგერფელდი ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ კონტრაქტი, რომელსაც ხელს მოაწერდა, მოდის ინდუსტრიის ისტორიაში შევიდოდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა ბრენდს და დიზაინერს შორის.

დღეს კარლ ლაგერფელდის ფენდის ბოლო კოლექციის ჩვენება იყო.
54 წელი ერთად. იტალიურმა მოდის სახლმა ლეგენდა ღირსეულად გააცილა.

„მისი ბოლო ფიქრები იყო,რომ ეს კოლექცია ყოფილიყო მდიდრული და ლამაზი.“ – სილვია ფენდი.

ფენდი შემოდგომა/ზამთარი 2019