ამერიკული მერი ქლეარის სექტემბრის ნომერი გავრცელდა. თუ ქეით მოსი არ არის ყდაზე, რომელსაც ჰედლაინად “Obsession Issue” აწერია, მაშინ კარა დელევინი ყველაზე უსაფრთხო და პროგნოზირებადი არჩევანია. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ფოტოსესიის შთაგონება კელვინ კლაინის სუნამო Obsession-ის საკულტო სარეკლამო კამპანიებია.

ქეით მოსი კელვინ კლაინის სარეკლამო კამპანიაში 90-იან წლებში

კარა დელევინი ამერიკული მერი ქლეარის 2019 წლის სექტემბრის ნომერში

Marie Claire ამერიკა სექტემბერი 2019

ფოტოგრაფი: Thomas Whiteside
რედაქტორი: J. Errico
ვარცხნილობა: Mara Roszak
მაკიაჟი: Kate Synnott