თვის დასაწყისში ნიუ-იორკის საპატარძლო მოდის კვირეულს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდი აკლდა. ამ სეზონზე მარკეზამ ჩვენებისთვის ახალი ქალაქი შეარჩია. ბრენდმა 2020 წლის საპატარძლო კაბების კოლექცია ბარსელონაში წარადგინა. მარკეზა ბარსელონას საპატარძლო მოდის კვირეულში პირველად მონაწილეობს, ამიტომ კვირეულის მთავარი მოვლენა სწორედ ეს გახლდათ. ბარსელონაში იმყოფება ქართველი მოდელი თათია ახალაიაც. თათია მარკეზას ჩვენებაზე პირველად გამოვიდა.

UGO CAMERA

თათია ახალაია მარკეზას 2020 წლის საპატარძლო კოლექციის ჩვენებაზე, ბარსელონას მოდის კვირეული, 2019 წლის აპრილში