კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ, შანელის ახალმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ვირჯინია ვიარდმა 2020 წლის რესორთ კოლექცია წარადგინა. Chanel Resort 2020 არის ვირჯინიას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი ბრენდისთვის, შეგვიძლია ვუწოდოთ დებიუტი. ვირჯინია ვიარდი ლაგერფელდის მარჯვენა ხელი იყო 30 წლის განმავლობაში. როგორც ცნობილია, კარლმა თავად ისურვა, რომ ვირჯინიას გადაებარა შანელის შემოქმედებითი მართვის სადავეები. დღეს შანელში ვირჯინიას დებიუტი იტალიელმა ტოპ მოდელმა, ვიტორია ჩერეტიმ გახსნა.

ვიტორია ჩერეტი შანელის რესორტ 2020 ჩვენებაზე პარიზში

ჩვენება პარიზის გრან პალეში გაიმართა და 100 – ზე მეტი ლუქი იქნა წარმოდგენილი. თუ შანელის შოუებში ერთი რამ არასდროს წყვეტდა ჩვენს გაოცებას, ეს პირველ რიგში ბრენდის მიერ შერჩეული და გაფორმებული სივრცე იყო. დღევანდელი ჩვენება ამ მხრივ უსიცოცხლო მომეჩვენება, თუმცა არ მინდა წინასწარ ცუდი განწყობა შევიქმნა და პესიმისტურად განვეწყო. დღეს 3 თვეში შექმნილი რესორტ ვიხილეთ. ვიარდი იმსახურებს მეტ დროს, რათა უკეთ გაითავისოს თავისი როლი უდიდეს მოდის სახლში, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების და ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ხედვა.

ვირჯინია ვიარდი შანელის რესორტ 2020 ჩვენების ფინალში

შანელი რესორთ 2020
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ვირჯინია ვიარდი