პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ახალი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება გუშინ გაიმართა. ფრანგული მოდის სახლის ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, შანელის შემოქმედებით ხელმძღვანელად კარლის მარჯვენა ხელი, ვირჯინია ვიარდი დაინიშნა. გუშინ ვირჯინიამ შანელში თავისი პირველი დამოუკიდებელი ოტ კუტიურ კოლექცია წარადგინა. ჩვენების გარემო ბიბლიოთეკას მოგაგონებთ. აღსანიშნავია, რომ კარლ ლაგერფელდი გამორჩეული მკითხველი იყო. კარლის სახლში, როგორც ანა ვინტური იხსენებს, იმაზე მეტი წიგნი ინახებოდა, ვიდრე ბიბლიოთეკებში. რაც შეეხება კოლექციას, საკმაოდ ლამაზი, ელეგანტური და გემოვნებიანი ნამუშევარია. სრულყოფილი იქნებოდა RTW (Ready To wear) დებიუტისთვის, თუმცა ოტ კუტიურისთვის ზედმეტად პრაგმატულია.

შანელი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
შანელი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში შანელის კოლექციები განმეორებადი იყო, ბრენდის Haute Couture ყოველთვის გამოირჩეოდა მდიდრული ვიზუალით. ვირჯინიას ოტ კუტიური, ალბათ, ყველაზე პრაქტიკული და ჩაცმადი შანელის კოლექციაა, რომელიც გასული წლების განმავლობაში გვინახავს, თუმცა შანელის კუტიურისთვის ყველაზე უბრალოც.

შანელი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
შანელი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური