კასტინგ დირექტორები გასულ საუკუნეშიც არსებობდნენ, მაგრამ მოდის ინდუსტრია განსხვავებულად მუშაობდა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი სამოდელო სააგენტო ფუნქციონირებს და უამრავი ახალგაზრდა ცდილობს სამოდელო ბიზნესში მოხვედრას. დიზაინერები შემოქმედებითი ხელმძღვანელები გახდნენ და მხოლოდ კაბის კერვა აღარ ევალებათ. მათი ძალიან დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყოველ სეზონზე ასობით ახალბედა მოდელთან პირადად შეხვედრა. გარდაუვალმა ცვლილებებმა კასტინგ სააგენტოების და მათი დირექტორების როგორც საჭიროების, ისე მნიშვნელობის გაზრდა გამოიწვია.

დღესდღეობით ყველა ცნობილ ბრენდს და ჟურნალს ჰყავს კასტინგ დირექტორი,რომელიც მუდმივად კავშირშია მსოფლიოს გარშემო წამყვან სამოდელო სააგენტოებთან. ყველა მათგანი ძალიან კარგად იცნობს ბრენდის / დიზაინერის ისტორიას, ფილოსოფიას, ბიზნესის მიმართულებას, შემოქმედებით ხედვას. პროცესი იწყება პრე-კასტინგით. სეზონურად სამოდელო სააგენტოებიდან ათასობით პორტფოლიოს იღებენ. გადარჩევაში ათასებიან ასეულები რჩებია. შემდეგი ეტაპი კი, შეხვედრაა, როდესაც კასტინგ დირექტორები პირადად ეცნობიან ახალბედებს.

ხშირ შემთხვევაში, პრობლემას კასტინგ დირექტორების რაოდენობა წარმოადგენს. როდესაც იწერება, რომ ყველა ბრენდს ჰყავს კასტინგ დირექტორი, სამწუხაროდ, არ იგულისხმება, რომ ყველას სხვადასხვა – ჰყავს. დაახლოებით 20 ადამიანი არჩევს 200 ბრენდის სახეს. ხშირად რომელიმე მათგანთან ურთიერთობის გაფუჭება მოდელისთვის კარიერის დასასრულსაც შეიძლება ნიშნავს.

გთავაზობთ ინდუსტრიის ლეგენდარულ კასტინგ დირექტორებს:

ეშლი ბროკუა – ლუი ვიტონის, პრადას, კელვინ კლაინის, ქოაჩის, პროენზა სქულერის კასტინგ დირექტორი. მისი გავლენა ჟურნალებზეც ვრცელდება, ამტკიცებს მოდელებს ვოგის, ვენითი ვეარის, WWD – ის გადაღებებისთვის.

Ashley Brokaw

ჯეიმს სკალი – ტომ ფორდის მთავარი კასტინგ დირექტორი. თანამშრომლობს სტელა მაკარტნისთან, ნინა რიჩისთან, კაროლინა ერერასთან, ჯორჯო არმანისთან. სკალი ცნობილია კარლ ლაგერფელდთან კოლაბორაციებითაც. ამტკიცებს მოდელებს ჰარპერს ბაზარისთვის.

James Scully (Photo: Neil Rasmus / BFA.com)

პიერჯიერჯო დელ მორო – იტალიური მოდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. არჩევს ვერსაჩეს, ფენდის, დრის ვან ნოტენის, სან ლორანის, ჟივანშის სახეებს. დელ მოროს ვოგის 24 ყდისთვის ჰყავს მოდელი შერჩეული.

Piergiorgio Del Moro

ანიტა ბიტონი- სელინი, დიორი, ალექსანდრ ვენგი, აიდი, ვოგი, მარკ ჯეიკობსი. ბიტონი ცნობილია ისეთ ფოტოგრაფებთან კოლაბორაციებით, როგორებიც არიან ტიმ უოლკერი და  პიტერ ლინდბერგი.

Anita Bitton

ჯონ ფეიფერი – 2001 წლიდან არჩევს ვიქტორია სეკრეტის გოგონებს. ფეიფერი დგას მაიკლ კორსის, ოსკარ დე ლა რენტას, ჯონ გალიანოს, დონა კარანის კასტინგების მიღმაც.

John Pfeiffer