ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი აპლიკაცია იყო,რომელიც ბრენდმა სამომავლოდ დააანონსა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია. აპის ლინკი ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აპლიკაციას განსაკუთრებულს ისიც ხდის, რომ თუ გადმოწერ და ტანსაცმელზე დატანილ QR კოდს დაასკანირებ, გადამისამართდები ვიკიპედიაზე, რომელიც მოგიყვება ისტორიას აფხაზეთში ქართველების გენოციდზე.