პარიზში ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე ახალი კოლექციები ლიბანელმა დიზაინერებმა, ზუჰაირ მურადმა და ელი სააბმა წარადგინეს. ერთმანეთის კონკურენტები წლებია ჩვენებებს ერთ დღეს მართავენ.

სააბის ჩვენების პირველი ლუქიც საკმარისი იყო, რომ 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციის შთაგონებას მიმვხდარიყავით. ამ სეზონზე დიზაინერმა აზიური კულტურა და ტრადიციები წარმოაჩინა.

ელი სააბი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ელი სააბი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

კოლექცია დახვეწილად აერთიანებდა სააბის ხელწერისთვის კარგად ნაცნობ სილუეტებს და აზიურ ელემენტებს.

ელი სააბი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ელი სააბი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური
ელი სააბი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური

ფრაგმენტები ელი სააბის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებიდან, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე.

ზუჰაირ მურადის ჩვენებაზე მისულ სტუმრებს პოდიუმი ტრადიციული აფრიკული ხალიჩით გაფორმებული დახვდათ. ნათელი იყო, რომ ზუჰაირი ახალი კოლექციის შთაგონებისთვის აფრიკას ესტუმრა. ხალიჩის ჭრელი ორნამენტები კაბების მკვეთრ ფერებს ერწყმოდა.

ზუჰაირ მურადი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი ოტ კუტიური.

მურადის კოლექციისთვის ოდნავ უჩვეულო და თვალშისაცემი თავსაბურავები იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზუჰაირის შთაგონება 70-იანების ქალების მოდა და უფრო კონკრეტულად-ივ სან ლორანია.