ბრიტანელი მომღერალი, ელი გოლდინგი კასპარ ჯოპინგზე დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება. საქორწინო ცერემონიას, რომელიც იორკშირშის საკათედრო ტაძარში, ინგლისში გაიმართა, ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება ესწრებოდა, მათ შორის: პრინცესა ეუგენია, პრინცესა ბეატრისი და მათი დედა, სარა ფერგიუსონი.

GETTY IMAGES

მომღერლის საქორწინო კაბა ქლოეს დიზაინერმა, ნატაშა რემსი-ლევიმ შექმნა. როგორც იწერება, კაბის შექმნას 640 საათი დასჭირდა. დიზაინერის განცხადებიდან ვიგებთ, რომ გოლდინგი აქტიურად იყო ჩართული კაბის დიზაინის შექმნის პროცესსში.

“ჩვენ ვიქტორიანული ერის სხვადასხვა რეფერენსებზე ვიმუშავეთ, რომლებიც მას სურდა, რომ დიზაინში ჩაექსოვა, საქორწინო ცერემონიის ჩატარების ადგილის – იორკის კათედრალთან თანხვედრაში. მისმა შემოქმედებითმა ხედვამ კაბის შექმნის პროცესი შთამაგონებელი გახადა. ვგრძნობ, რომ საბოლოო შედეგი მართლა გამოხატავს მისი პერსონალური სტილის შეგრძნებას” – განაცხადა დიზაინერმა

კაბას ხელით ამოქარგული იორკშირის თეთრი ვარდების იმიტაციები ამშვენებდა, რომლებიც თეთრი მძივების გამოყენებით შეიქმნა.

GETTY IMAGES
Getty Images

“ძალიან აღელვებული ვიყავი ნატაშასთან ჩემი საქორწინო კაბისთვის თანამშრომლობაზე. წლებია მიყვარს ბრენდი და მისი არაჩვეულებრივი გუნდი, ამიტომ სწორი იყო ქლოეს ეთამაშა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დღისთვის. ნატაშა ჩემთან ერთად მუშაობდა რაიმე კლასიკურის შესაქმნელად, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა ქლოეს სულთან. ნატაშა ძალიან ნიჭიერი დიზაინერია და მის შემოქმედებას პირველი დღიდან ვეთაყვანები” – ელი გოლდინგი.

GETTY IMAGES

გარდა ბრიტანული სამეფო ოჯახისა, ქორწილს ასევე ესწრებოდნენ ცნობილი მომღერლები და მსახიობები: ქეითი პერი და ორლანდო ბლუმი, ჯეიმს ბლანტი და სიენა მილერი.

ჯეიმს ბლანტი(მარცხენა ფოტო) და სიენა მილერი(მარჯვენა ფოტო) თავიანთ პარტნიორებთან ერთად