ივ სან ლორანი 1936 წლის 1 აგვისტოს ალჟირის ქალაქ ორანაში, შეძლებული ფრანგების ოჯახში დაიბადა. 1953 წელს, 17 წლის ივი პარიზში გადავიდა და Chambre Syndicale de la Haute Couture School-ში შევიდა. მონაწილეობა მიიღო International Wool Secretariat-ის ორგანიზებულ კონკურსში, სადაც კოქტეილის კაბის შექმნისთვის თავისი პირველი პრიზი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას კარლ ლაგერფელდიც იღებდა, რომელმაც ასევე მოიპოვა პრიზი, ქურქების კატეგორიაში.

ივ სან ლორანი ბავშვობაში


პარიზის ვოგის რედაქტორმა, მიშელ დე ბრიუნჰოფმა ახალგაზრდა ივი კრისტიან დიორს წარუდგინა, რომელმაც თავისთან სამუშაოდ აიყვანა. ივი კრისტიანს ასისტენტობას მის სიკვდილამდე, 1957 წლამდე უწევდა. მან კრისტიანზე მალევე მოახდინა შთაბეჭდილება. 1957 წლის ოქტომბერში დიორმა ივის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბოლო კოლექციაში, 30 ლუქი ივის ნაშრომს ეფუძნებოდა და სურდა, რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ივი აღიარებული ყოფილიყო, თუმცა რადგანაც ჯერ კვლავ ძალიან ახალგაზრდა იყო, ამიტომ ცოტას კიდევ მოიცდიდა. კრისტიანი თავის მომდევნო კოლექციის ჩვენებაზე ივის გამოყვანას გეგმავდა. თუმცა ეს არ მომხდარა, რადგან მისი ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

კომპანია კრისტიან დიორის არტ დირექტორი 21 წლის ივ სან ლორანი გახდა. 1958 წლის დიორისთვის წარმოდგენილმა ლორანის სადებიუტო კოლექცია “Ling Trapeze” -მ დიდი წარმატება მოიპოვა. ჯამში მან ბრენდისთვის 6 კოლექცია წარმოადგინა და მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის მომხარებლებში ივის სამოსი დიდ მოწონებას იმსახურებდა, კომპანიში მაინც იყვნენ პირები, რომელთათვის ლორანის თავისი ხედვით შეთავაზებული დიორი მიუღებელი იყო.

ახალგაზრდა სან ლორანი

1960 წელს ივი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ნერვული აშლილობის გამო მალევე გამოუშვეს და ორი თვე ფსიქიატროულ დაწესებულებაში მოუწია ყოფნა. დიორში დაბრუნებულ ივს თავის პოსტზე სხვა დახვდა. დიზაინერმა დიორს სასამართლოში უჩივლა. პროცესი მოიგო და კომპანიისგან 48000 ფუნტი მიიღო.

აღებული ფულით, თავის მეგობართან, რომელიც შემდეგ მისი ცხოვრების პარტნიორი გახდა, პიერ ბერჟესთან ერთად, საკუთარი სალონის გახსნა გადაწყვიტა. 1962 წელს Rue Spontini-ზე სან ლორანის მოდის სახლი გაიხსნა და ივმა სამოსის შექმნა და გაყიდვა ისე დაიწყო, როგორც თავად სურდა. პიერი ბიზნეს მხარეს განაგებდა, რაშიც ივი ბოლომდე ენდობოდა, ივი კი ტანსაცმელს და სუნამოებს ქმნიდა. ჟურნალმა “ლაიფმა” ივ სან ლორანის პირველ კოლაქციაში წარმოდგენილ ლუქებს: “შანელის შემდეგ საუკეთესო კოსტუმები” უწოდა. დიზაინერის მუზა კატრინ დენევი იყო, რომელიც მის შექმნილ სამოსს, ივის კარიერის დასაწყისიდანვე ატარებდა. 1966 წელსაც ივმა შეუკერა მსახიობს კოსტუმები მისი ყველაზე ცნობილი ფილმისთვის – “Belle de Jour”.

ივ სან ლორანი და პიერ ბერჟი


1966 წლის სექტემბერში, პარიზში, 21 rue de Toumon-ზე, Yves Saint Laurent Rive-ს პირველი პრეტ-ა-პორტერ მაღაზია გაიხსნა, რომელიც მოგვიანებით 6 Place Saint-Sulpice-ზე გადავიდა.
1969 წელს ლონდონის პირველი Rive Gauche მაღაზია გაიხსნა.
ამავე წელს პირველად შექმნა შარვალ-კოსტუმი ქალებისთვის.
1970 წელს ჯინსის კაბა წარმოადგინა და კოსტუმები შექმნა ფილმისთვის – “The Siren of Mississipi”.
1971 წელს ლორანმა პირველი პრეტ-ა-პორტერ კოლექცია წარმოადგინა.
1972 წელს პოპ არტისტმა, ენდი უორჰოლმა ივ სან ლორანის მრავალჯერადი იმიჯ პორტრეტების ცნობილი სერია შექმნა.
1983 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ივის 25 წლიანი წარმატებული კარიერის აღსანიშნავად გამოფენა მოეწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
1989 წელს ივი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც თავისი მოდის სახლის აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა.
1993 წელს Elf-Sonofi Co სან ლორან ჯგუფს დაეუფლა.
ივი და პიერი არტისტულ კონტროლს 2001 წლამდე განაგრძობდნენ.
1999 წელს სან ლორანი გუჩი ‘გრუპის’ შემადგენლობაში შევიდა.
2002 წელს, 65 წლის ივმა, მიუხედავად თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობის ამოუწურვადობისა და მოდის მიმართ არსებული თავისი სიყვარულისა, გადაწყვიტა მოდის სამყაროს ჩამოშორებოდა. 22 იანვარს ივ სან ლორანის ბოლო ოტ კუტიურ ჩვენება გამართა.

პარიზში, Avenue Marceau-ზე მდებარე ივ სან ლორანის კუტიურ ატელიეს კარები საბოლოოდ 31 ოქტომბერს დაიხურა. ივი თავის ყველა კოლეგას და მომუშავეს გამოემშვიდობა. მის ბრენდში გამოცდილი ხალხი სხვა ატელიებს შეუერთდა, 15 აზადინ ალაიასთან გადავიდა და ნაწილი შანელში და ჟან პოლ გოტიესთან.

ივ სან ლორანი/Yves Saint Laurent (YSL)

2008 წლის მარტში, ივი 71 წლის ასაკში, პარიზში, თავის სახლში, ტვინის კიბოსთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

Tags :