ბავშვობაზე:

„ბავშვობაში მარწყვს ვიპარავდი საკუთარი ბაღიდან და ჩემს ეზოში თამარ მეფის საფლავს ვეძებდი.“

დიდი ზომის ტანსაცმელზე:

„დიდი ზომის სამოსი ჩემი ისტორიის ნაწილია. ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ყოველ სეზონზე ახალი ტანსაცმელი მქონოდა, ამიტომ ყოველთვის ცოტა დიდს მყიდულობდნენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მცმოდა, შიგნით გავზრდილიყავი. ჩემი ბიძაშვილების გამონაცვალი ტანსაცმელი მეცვა,რომელიც ყოველთვის დიდი მქონდა, რადგან ასაკით ჩემზე უფროსები იყვნენ. ვფიქრობ ამან განაპირობა ის, რომ ჩემი სტილი დიდი ზომის სამოსთან არის დაკავშირებული.“

ღვინოზე და ხორცზე:

„[ღვინოს რა თქმა უნდა ვსვამ] იცით, ჩვენ 9 წლიდან გვასწავლიდნენ, რა კაცია ის,ვინც ღვინოს არ სვამს და ხორცს არ ჭამს?! მე სადაც ვიზრდებოდი, იქ მიღებული იყო, რომ კაცმა ხორციანი საჭმელი უნდა ჭამოს,თუ არადა კაცი არაა.“

ემოციების საჯაროდ გამოხატვაზე:

„მე ქართული მაჩო მენტალიტეტით გამზარდეს, სადაც მამაკაცის მხრიდან ემოციების საჯაროდ გამოხატვა მაინცდამაინც მიღებული არ არის.“

ქალი ჟურნალისტის მიერ დაპატიჟებაზე:

„არავითარ შემთხვევაში, ჩვენ, მამაკაცები გადავიხდით.“

პროფესიის არჩევაზე:

„მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ სახლში დამიწყეს, მხატვარი რა პროფესიაა? ფული როგორ უნდა იშოვო? მაშინ ბიჭისთვის საქართველოში მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკა, ამიტომ მანდ ჩავაბარე და კარგადაც ვისწავლე. ვიფიქრე,მაგისტრატურასაც ვისწავლი, მაგისტრიანი ეკონომისტი ვიქნები და ბანკში ვიმუშავებ.“

ტაქსზე:

 „ჩემს კოლექციებთან შედარებით ყოველდღიურად უბრალოდ მაცვია, მაგრამ ზოგჯერ ექსპერიმენტებიც საჭიროა. ერთხელ თბილისში გავრისკე და ექსპერიმენტულად ჩავიცვი, ტაქსმა არ გამიჩერა.“