ვოგმა დავით კომახიძის 2020 წლის რესორტ კოლექცია გამოაქვეყნა. 34 ლუქიდან შემდგარი კატალოგი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კომახიძის ხელმარჯვეობას, ძალიან კარგად ჩამოყალიბებულ ხედვას და ნიჭს. ალბათ,  დავითი არ მიწყენს თუ დავწერ, რომ მუგლერის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შემდეგ, კომას საუკეთესო იდეებს ფრანგული ბრენდის პოდიუმზე ვხედავდით. თავისი ბრენდი ნაკლებად მდიდრული და სასურველი გახდა იმის ფონზე, რასაც მუგლერში გვთავაზობდა. ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რატომაც კომას მუგლერიდან წამოსვლა „გამიხარდა“. მაშინ  გამიჩნდა მოლოდინი, რომ მუგლერის დატოვების შემდეგ, David Koma უფრო გლამურული და სექსუალური გახდებოდა. ასეც მოხდა..

2020 წლის რესორთ კოლექციის შთაგონება ძველ კასეტებზე ნაპოვნი ფილმებია, რომელიც კომამ საქართველოში, თავის სახლში სტუმრობისას აღმოაჩინა. შთაგონების წყარო ფილმი „ძირითადი ინსტიქტია“, რომლის ცნობილი სცენა, შერონ სტოუნის მონაწილეობით, დათოს მეხსიერებაში ბავშვობიდან ჩაიბეჭდა.

ტანსაცმელი ჰოლანდიელმა ტოპ მოდელმა, ჯასმინ უილანდუმმა მოირგო. ჯასმინის აღნაგობის გათვალისწინებით, კომა ამ კატალოგისთვის მასზე უკეთეს მოდელს ვერ შეარჩევდა.

David Koma Resort 2020

Vogue.com
Vogue.com
Vogue.com
Vogue.com
Vogue.com