ივნისში მსოფლიოს გარშემო ბევრ ქალაქში პრაიდი აღინიშნება. ლგბტ+ პირების თანასწორობისთვის და ხილვადობისთვის ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოდის და ზეიმობს. პრაიდს ვარსკვლავებიც უერთდებიან. თვალი გადავავლოთ რამდენიმე გავლენიანი ბრენდის აქტივობას წლევანდელ პრაიდზე.

ლეგენდარული იტალიელი დონატელა ვერსაჩე ლგბტ+ უფლებების აქტიური დამცველია. დონატელა და ვერსაჩეს გუნდი ნიუ-იორკის პრაიდს გუშინ შეუერთდა.

პრაიდი დონატელასთან ერთად აღნიშნა ლედი გაგამაც. დიზაინერის უახლოესი მეგობარი და მუზა, ვერსაჩეს სამოსში გამოჩნდა. მომღერალი და მსახიობი წლებია ლგბტ+ ადამიანების გვერდით იბრძვის.

ივნისის დაწყებასთან ერთად ბალენსიაგამ მანჰეტენზე ახალი მაღაზიის ვიზუალი შეცვალა. სიყვარული არის ყველასთვის ლოზუნგით ბრენდმა ლგბტ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბალენსიაგას გუნდმა დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით ჩანთები ლგბტ+ დროშის ფერებში გამოუშვა.

ივნისში ბალენსიაგამ Barneys (New York) – თან თანამშრომლობით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ჩანთა შექმნა, რომელიც სპეციალურად ნიუ-იორკში გამართულ პრაიდს მიეძღვნა.

პრაიდზე გამოჩნდნენ ბარბერის შემოქმედებითი ხელმძღვანელი რიკარდო ტიში და რუსი ტოპ მოდელი ირინა შეიკი. რიკარდოს და ირინას ბარბერის ლგბტ+ მხარდასაჭერი მაისურები ეცვათ. მათთან ერთად იყვნენ ფოტოგრაფების გავლენიანი დუეტი ლუიგი & იანგო.

ვერსაჩე, ბარბერი და ბალენსიაგას კუთხე მადრიდში ლგბტ+ დროშით შთაგონებული მაისურებით და ჩანთებით.