2 კვირა არც გასულა, რაც კურტ კობეინის ცოლი ვეტმანს Corporate Magazines Still Suck A Lot მაისურის მისაკუთრებისთვის თავს დაესხა, თუმცა დემნა გვასალია უკვე ახალ სკანდალში გაეხვა. ამჯერადაც ნამდვილი წყარო არავის უნახავს, თუმცა როგორც ინფორმაცია გავრცელდა, დემნა გვასალიამ ქსენია სობჩაკს უთხრა, რომ ოლგა ბუზოვამ ბალენსიაგა და ვეტმანი არ მოირგოს. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ოლგამ საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ახლა უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და დემნას საჯაროდ მიმართა, რომ უბრუნებს სამოსს, რომელშიც 300.000-ზე მეტი რუბლი აქვს დახარჯული. რუს ტელეწამყვანებს ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ქსენიასგან ოლგას მისამართით მსგავსი კომენტარი არავის გაკვირვებია, თუმცა ამ ისტორიაში დემნას როლი მოულოდნელია. 2017 წელს, WWD – სთან ინტერვიუში, დემნას უმცროსმა ძმამ და ბრენდ ვეტმანის გენერალურმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ თქვა:

„ჩვენი პიარისგან ზარი მივიღე, მითხრა, რომ ეს პიროვნება ჩვენს სამოსს იცვამს და ის არ არის ჩვენთვის სწორი წარმდგენი, მაგრამ თუ ადამიანი წავიდა და იყიდა, ეს ნიშნავს, რომ გაიგო ჩვენი ბრენდი და ნება უნდა დართო ჩაიცვას. ხალხთან კარგად უნდა მოიქცე, რადგან კარმა ძუკნაა.“

WWD – ს ამ ინტერვიუში საუბარი ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ვარსკვლავზე იყო და ოლგა რა თქმა უნდა არ მოიაზრებოდა, თუმცა თემა იგივეა.

ოლგა ვეტმანის ჩექმებით

ოლგა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა და ინსტაგრამზე 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბალენსიაგას ბოლო პოსტის კომენტარებში ოლგას გულშემატკივრები ბრაზს გამოხატავენ და ბრენდს ბოიკოტს უცხადებენ.

დემნა ხშირად ჩავარდნილა საკამათო ვითარებაში, თუმცა ლანძღვას და კრიტიკას სოციალური ქსელით პასუხს თითქმის არასდროს სცემს. საინტერესოა ჰაისნობაეთის გამონაკლისი თუ განმეორდება და გვასალია იტყვის რატო გააკეთა, ან არ გააკეთა ოლგას მისამართით ასეთი განცხადება.