როგორ წარმოგვიდგენია მოდის სამყარო,თუ დემნა გვასალია თვეში ერთხელ კამათის საფუძველი არ გახდა? ამჯერად ხმაური ვეტმანის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციამ გამოიწვია. თეთრ მაისურზე არაბულად, ფრანგულად და ინგლისურად აწერია: „არ ისროლო“. როგორც თითქმის ყველაფერი, რასაც ვეტმანის კოლექციებში გვთავაზობს, ეს მაისურიც უკვე არსებობდა, დემნამ კი გამოიყენა და საკუთარ ბრენდს მოარგო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, წარწერა ქართველებმაც შეგვიძლია გავითავისოთ და ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვეხებოდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

მაისური 1982 წელს ლიბანში ჟურნალისტს ეცვა, როდესაც ისრაელთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. მაისური დაკავშირებულია ომთან, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა, ბევრს ქვეყნის დატოვება მოუხდა. ვეტმანის ჩვენების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა იმედგაცრუებულია. ისინი არაბულ ვოგთან ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ კულტურული მისაკუთრება არ არის, არამედ შეურაცხყოფაც, კომერციალიზაცია პროდუქტის, რომელიც ქვეყნის ურთულეს პერიოდს ასახავს.  2017 წელს მაისური არაბმა დიზაინერმა გამოიყენა, როგორც თავისი მძიმე ისტორიის გამოხატულება. მან ვოგს უთხრა, რომ გაოგნებული იყო, როდესაც მეგობარმა ვეტმანის ჩვენებიდან ფოტო გაუგზავნა.

ჟურნალისტი ლიბანში 1982 წელს
Qasimi 2017 წლის კატალოგი
Vetements 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული

Getty Images / Vogue Arabia / Vogue Runway

გარდიანი დაუკავშირდა ვეტმანს, თუმცა ჯერჯერობით ქართველი ძმებისგან პასუხი ვერ მიიღეს.