ბელა ჰადიდი ამერიკული ვოგის სოლო ყდაზეა. ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობს შფოთვით აშლილობაზე, დეპრესიაზე და ლაიმის დაავადებაზე. აღნიშნული თემების გარდა, ვოგთან საუბარში, ბელამ მოდის ინდუსტრიაში მუშაობისას წარმოქმნილ სირთულეებზეც ისაუბრა და იმაზე, თუ როგორ გაუჭირდა მუშაობა და დეპრესიასთან გამკლავება ერთდროულად.
“იყო დრო, როდესაც ვიღვიძებდი ცრემლებით, თუმცა ამას არავის ვაჩვენებდი. მივდიოდი სამსახურში, თუმცა შემდეგ პატარა ოთახში გავდიოდი, მარტო ვტიროდი, შემდეგ ვბრუნდებოდი სასტუმროში და ისევ ვტიროდი. ამას ვერავინ ხედავდა … მე უშნო და ვიყავი. შავთმიანი. ჯიჯისნაირი პოპულარული და მხიარული არ ვყოფილვარ. ყოველ შემთხვევაში, ხალხი ჩემზე ამას ამბობდა. ამიტომ, სამწუხაროდ, როდესაც შენს გარშემო ხალხი შენზე რაღაცას ამბობ, ამის დაჯერებას იწყებ. ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს, თუ რატომ გადავწყვიტე სამოდელო ინდუსტრიაში მუშაობის დაწყება, როდესაც დეპრესიას, შფოთვას, სხეულის პრობლემებს და კვებით აშლილობას ვებრძოდი. თუმცა წლების განმავლობაში კარგ მსახიობად ჩამოვყალიბდი. ყოველთვის მეგონა, რომ ვიღაცას რაღაც სულ უნდა ვუმტკიცო. ყველას აქვს ჩემზე რაღაც სათქმელი, თუ როგორ დავდივარ, გამოვიყურები, ვსაუბრობ თუ ვიქცევი. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, შვიდი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ გამიცდენია სამუშაო დღე, არ დამიგვიანია და არ გამიუქმებია არაფერი. ვერავინ იტყვის, რომ ბევრს არ ვშრომობ.”
ბელამ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბელას მამა პალესტინელია. შარშან, როდესაც ღაზას სექტორში საომარი მოქმედებები განხორციელდა, მოდელი აქტიურად აქვეყნებდა ფოტოებსა და ვიდეოებს ბრუკლინში გამართული პალესტინის მხარდამჭერი აქციიდან. ტვიტერში ბელას სდებდნენ ბრალს იმაში, რომ ის ხალხს ებრაული სახელმწიფოს განადგურებისკენ მოუწოდებდა. ბელას თქმით, ამან მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იუდაიზმს და ვთვლი რომ ეს ლამაზი რელიგიაა. ჩემი პროტესტი ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობას ეხება. ის დღეები ძალიან ცუდ მდგომარეობაში გავატარე, ვცდილობდი ჩემი გულისტკივილი წერით გადმომეცა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს დაწყევლილი ვიქნებოდი რამე რომ მეთქვა და დაწყევლილი ვიქნებოდი, არაფერი რომ არ მეთქვა. მე არ მინდა, რომ ვინმე სახლის გარეშე იყოს, ან იმ ადგილის გარეშე, სადაც ისინი თავს დაცულად გრძნობენ. თუმცა, მჯერა, რომ პალესტინაც იმსახურებს ამას.”
ფოტოგრაფი: ითან ჯეიმს გრინი
სტილისტი: გაბრიელა კარეფა-ჯონსონი