2020 წლის იანვარში Cardi B გახდა პირველი ქალი რეპერი, რომელიც ამერიკული ვოგის ყდაზე მოხვდა. რეპერის მრავალფეროვანი ლუქები და წამყვანი ბრენდების, ჟურნალების მიერ მისი პერსონით დაინტერესება რიანას და ლედი გაგას ადრეულ კარიერას მაგონებს. ქარდის საერთაშორისო აღიარებიდან ჯერ მხოლოდ 2 წელია გასული, ამიტომ რთული სათქმელია 10 წლის შემდეგ მისი სტატუსი როგორი იქნება, თუმცა უდავოა, რომ ახლა მოდაშიც და მუსიკაშიც ქარდი ბის მომენტია. რეპერი 2020 წლის სექტემბერში ამერიკული ელის გარეკანს Areaს სამოსში ამშვენებს.


ELLE სექტემბერი 2020

ფოტოგრაფი: Steven Klein
სტილისტი: Kollin Carter 
ვარცხნილობის სტილისტი:  Tokyo Stylez
ვიზაჟისტი: Erika La’Pearl

Tags :