ვოგის სექტემბრის ნომრის ყდაზე მოხვედრა მიღწევაა, რომელიც ერთნაირად უხარიათ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მოდელებს და აღიარებულ სუპერმოდელებს, ბიონსეს და ლედი გაგას, ანჯელინა ჯოლის და მერილ სტრიპს. ვოგის სექტემბრის ყდა არის განაცხადი, რომელიც ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში რაღაცას ნიშნავ.

ედვარდ ენინფულის ბრიტანული ვოგი შესაძლოა იყოს ყველაზე პრესტიჟული ნომერი, რომელიც მხოლოდ ვარსკვლავურ სტატუსს არ უსვამს ხაზს, მაგრამ უდავოა, რომ ამერიკული ვოგი კვლავ რჩება ბიზნესის ყველაზე გავლენიან გამოცემად. ანა ვინტურმა ვოგი ვარსკვლავური კულტურის სარკედ აქცია. ანას ამ გადაწყვეტილებით ვოგმა შემოქმედებითი უკუსვლა განიცადა, მაგრამ ბიზნესი მუშაობს და ანაც არ გეგმავს კურსის შეცვლას.

2019 წლის სექტემბერში ტეილორ სვიფტი ამშვენებს ვოგის ყდას. ტეილორი ინეზმა და ვინუდმა გადაიღეს. სტილისტი გახლავთ ვოგის ლეგენდარული რედაქტორი ტონი გუდმენი. ყდაზე ტეილორს ნიკოლა ჟესქიერის ლუი ვიტონის კოლექცია აცვია.

Vogue ამერიკა სექტემბერი 2019

ნიკოლა ჟესქიერის ლუი ვიტონი შემოდგომა/ზამთარი 2019

Vogue ამერიკა სექტემბერი 2019

Vogue ამერიკა სექტემბერი 2019
Vogue ამერიკა სექტემბერი 2019
Vogue ამერიკა სექტემბერი 2019
Vogue ამერიკა სექტემბერი 2019
Vogue ამერიკა სექტემბერი 2019
Vogue ამერიკა სექტემბერი 2019
Vogue ამერიკა სექტემბერი 2019

ანა ვინტური პასუხობს ტეილორ სვიფტის კითხვებს სპეციალურად ამერიკული ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომრისთვის.

ყდაზე ჰედლაინად დაბეჭდილია ტომ ფორდის სახელიც. ივლისიდან ამერიკელი დიზაინერების საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა ტომ ფორდმა დაიკავა. ტომი CFDA – ს მე-11 არჩეული თავჯდომარეა, რაც მას ამერიკული ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომრის მნიშვნელოვან ფიგურად ხდის.

ტომ ფორდი ამერიკული ვოგის სექტემბრის ნომერში (2019)
ფოტოგრაფი: ენი ლეიბოვიცი

სექტემბრის ნომრის დათვალიერებით გექმნებათ წარმოდგენა სამოდელო ბიზნესის მოქმედ ლიდერებზეც. ფოტოსესიებში მონაწილეობას იღებენ მომენტის პოპულარული ტოპ მოდელები: ჯიჯი ჰადიდი, ვიტორია ჩერეტი, იმანი, ადუთ აკეჩი.

ფოტოგრაფი: Nigel Shafran
სტილისტი: Alex Harrington

ფოტოგრაფი: Tyler Mitchell
სტილისტი: Camilla Nickerson

ფოტოგრაფი: Jackie Nickerson
სტილისტი: Jordan Bickham

ფოტოგრაფი: Oliver Hadlee Pearch
სტილისტი: Carlos Nazario