ბიონსეზე ხუმრობა
კითხვა: ვინ არიან შენი საყვარელი არტისტები?
ალექსანდრ მაკქუინი: მუსიკოსებიდან? ბიონსე. არა, არა, ვხუმრობ. მაიკლ ნეიმანის მსგავს არტისტებზე მეფიქრება, რომლებიც ნამდვილ მუსიკას ქმნიან.

ჯორჯო არმანიზე
„ღმერთო ჩემო… არმანი ახლოს არის სიკვდილთან. არავის სურს ჩაიცვას დასახვეწი კოსტუმი ბეწვთან. ეგ კაცი ვიტრინების გამფორმებელი იყო, მაგას რა ესმის?“

ადამიანი,რომლის შემოსვაც სურს
„არ ვიცი, არ მახსენდება. არამგონია არსებობდეს ადამიანი,ვინც ასეთ პატივს იმსახურებს(იცინის).“

ვერსაჩე თუ არმანი? 
ალექსანდრ მაკქუინი: მარკს & სპენსერი.

პარიზში ცხოვრებაზე ჟივანშიში მუშაობის დროს
„მძულს! ვერ ვიტანდი პარიზს, შემოქმედებითად მკლავდა. გალიანომ იქ სახლი მოიწყო, შეეჩვია საფრანგეთს, მაგრამ ის ნახევრად ესპანელია და ლონდონი დიდი ხნის წინ დატოვა. მე არასდროს ვყოფილვარ მზად ლონდონის დასატოვებლად. ჩემი სახლი ლონდონშია.“